კიანუ რივზი და ალექსანდრა გრანტი ერთად უკვე 7 წელია არიან. ინსაიდერის ცნობით, მათ იდეალური ურთიერთობა აქვთ. თუ როგორ ინარჩუნებს წყვილი ჯანსაღ და ჰარმონიულ ურთიერთობას, ამის შესახებ 60 წლის კიანუმ გამოცემა E! News-ს რამდენიმე სიტყვით აუხსნა.
„ემოციების გაცვლა, კომუნიკაცია, მხარდაჭერა“, – სწორედ ეს არის რივზის აზრით, იდეალური კავშირის ფუნდამენტი.
ფოტო: კიანუ რივზი და ალექსანდრა გრანტი პაემანზე მიემართებიან
„კიანუში რა მომწონს? გეტყვით“ – ალექსანდრა გრანტი კიანუ რივზთან რომანზე გულახდილად ალაპარაკდა
ცნობისთვის, კაინუმ და ალექსანდრამ ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს. ისინი ორ წიგნზე ერთად მუშაობდნენ. რაღაც პერიოდის განმავლობაში მეგობრობდნენ, შემდეგ კი ეს გრძნობა სიყვარულში გადაიზარდა. წყვილი პირველად წითელ ხალიჩაზე 2019 წელს გამოჩნდა.

