LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა აშშ-ში გამართულ კიბერსწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

319
კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა აშშ-ში გამართულ კიბერსწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მიწვევით, კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს კიბერსწავლება „Cyber Dawg”-ში.

აღნიშნული სწავლება ჩატარდა ჯორჯიის კიბერინოვაციებისა და სწავლებების ცენტრში და კიბერკრიზისის რეალური იმიტირების გზით, მიზნად ისახავდა კრიტიკული ინფრასტუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 

სწავლებაში მონაწილეობას იღებდა აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახური, ისევე როგორც პარტნიორი ქვეყნები. სწავლების სცენარის მიხედვით, თავდაცვითი გუნდების მოვალეობა იყო IT ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებდა ინციდენტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარმა გუნდმა, ყველაზე მეტი კიბერინციდენტის გამოვლენის შედეგად, სწავლებაზე პირველი ადგილი დაიკავა.

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების სხვა მიმართულებების გაძლიერებასთან ერთად, ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების ზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g