თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა და 36 დაშავდა. როგორც „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილებს შორის არის ქალი მცირეწლოვანი ბავშვით.
მედიის ინფორმაციით, დიარბაქირში პოლიციის განყოფილებასთან მანქანა აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ პოლიციის გვერდზე მდგომი შენობაც დააზიანა.