მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელიც ეხებოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილებას, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მოხსნასთან დაკავშირებით, მომიტინგეებმა მიიღეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის შენობის ჭიშკარზეც დაედოთ ბოქლომი.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობის უკანა მხარეს მობილიზებული იყო დიდი რაოდენობის სპეციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეთა ვარაუდით, მთავრობა შეეცდება პიკეტირების მოხსნას ძალისმიერი მეთოდით, ამიტომ მათ ჩიტაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს.
კადრები, რომელიც მედიასაშუალებებით ვრცელდება, ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ტერიტორიაზე შეყვანილ იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმი.
აქციის მონაწილეებმა უსაფრთხოების დაცვის შენობის ჭიშკართაბ ბოქლობის გარდა, შემოავლეს საქართველოს დროშაც. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტის აღნიშნული ფორმით, ისინი შეეცდებიან ხელი შეუშალონ სპეცრაზმს არ განახორციელონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეთა დაშლა.
ამ წუთებში ვრცელდება კადრები, სადაც სპეცრაზმის გარდა, ადგილზე მობილიზებულია ყვითელი ავტობუსები, სასწრაფო, სახანძრო და წყლის ჭავლის მანქანები. ეს ხდება რესპუბლიკის მოედანზე.