საქართველოში წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა, რომელიც “მთავარმა არხმა” IPSOS-ის შეუკვეთა. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობით კვლავ მმართველი პარტია ლიდერობს.
კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე განაწილდა:
“ქართული ოცნება” – 25%
“ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 15,5%
“ევროპული საქართველო” – 5%
“სტრატეგია აღმაშენებელი” – 3%
“ლეიბორისტული პარტია” – 3%
“პატრიოტთა ალიანსი” – 3%
“გირჩი” – 2,5%
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 2,5%
“ლელო საქართველოსთვის” – 2%
ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 1,5%
“თავისუფალი საქართველო” – 1 % სხვა პარტიები – 3%
არ ვიცი – 19%
უარი პასუხზე – 14%
ვის მისცემდით ხმას: “ქართული ოცნება” “ნაციონალებს” თითქმის ორჯერ უსწრებს – IRI-ის კვლევა
ალოკაციით მიღებულ შედეგებს კი, კვლევის მიხედვით იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” – 38%
“ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 26%
“ევროპული საქართველო” – 9%
“სტრატეგია აღმაშენებელი” – 5%
“ლეიბორისტული პარტია” – 4%
“პატრიოტთა ალიანსი” – 4%
“გირჩი” – 3%
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 3%
“ლელო საქართველოსთვის” – 3%
ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 2%
“თავისუფალი საქართველო” – 1%
სხვა პარტიები – 2%
კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 1 500 რესპოდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.