საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი, დონარა კინწურაშვილი ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დონარა კინწურაშვილი 1963 წლიდან, 45 წელი მუშაობდა ტელევიზიაში. ის იყო არაერთი გადაცემის, მათ შორის საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” წამყვანი.
პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი გახლდათ.მისი გამართული მეტყველება და თხრობის გამორჩეული მანერა ჯერ კიდევ ბავშვობაში შენიშნეს, სადაც საახალწლო გადაცემისთვის პიონერთა სასახლეში მოწყობილ საკმაოდ მრავალრიცხოვან “კასტინგზე” გამორჩიეს.
80-იანი წლების მაყურებელს კარგად ახსოვს გადაცემა “ცეროდენას ეკრანი”, რომელიც დონარა კინწურაშვილს მიჰყავდა.
დონარა კინწურაშვილს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ემოციურად ემშვიდობებიან.
მაია ასათიანი: პირველი თაობა მიდის?დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა
ანრი ჯოხაძე: კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა ჩემი ბავშვობის ერთერთი ნათელი მოგონება დონარა კინწურაშვილი
კოკა ყანდიაშვილი: დონარა კინწურაშვილი წავიდა ჩვენი “ცეროდენას ეკრანი”…