ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ტარდება.
როგორც “ფორტუნას” შსს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის, ერთი ნარკორეალიზატორია დაკავებული, თუმცა ოპერაცია კვლავაც გრძელდება.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.
ფონიჭალაში ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს.