LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი წარმატებული ქართველი – გიორგი მექერიშვილი AlixPartners-ის ბოსტონის ფილიალის უფროსი ვიცე პრეზიდენტი გახდა

635
122077888-10157224548737084-2424578302377108588-n

ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმატებული ქართველების სიას გიორგი მექერიშვილიც შეემატა.

მექერიშვილმა ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა 2012 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელა. 2020 წლიდან კი გიორგი AlixPartners-ის ბოსტონის ფილიალის უფროსი ვიცე პრეზიდენტია!

ISET-ის ინფორმაციით, გიორგი ეხმარება კლიენტებს (როგორც სამთავრობო ორგანიზაციებს, ისე კომპანიებს) კომპანიების შერწყმასა და ანტიმონოპოლიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში. კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაც სწორედ ანტიმონოპოლიურ საკითხებში კლიენტების მხარდაჭერაა: ეკონომისტები კლიენტებისთვის ამზადებენ ექსპერტულ დასკვნებს ანტიმონოპოლიური საქმიანობით გამოწვეულ ზიანთან, კომპანიების შერწყმასთან, კარტელურ და კონკურენციის შემზღუდველ სხვა გარიგებებთან, მონოპოლიურ საქმიანობასა და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, AlixPartners გლობალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელსაც ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 20-ზე მეტ ქალაქში აქვს ოფისები. კომპანია კლიენტებს არაერთ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება ეკონომიკური კონსულტაციებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g