„ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მზექალაშვილმა გასული წლების მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტისთვის არა ერთი პროექტი განახორციელეს.
მზექალაშვილმა, ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალში ყვარელი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე.
„ჩვენს გუნდთან ერთად ყვარლისთვის ბევრი პროექტი განვახორციელეთ. მუნიციპალიტეტში აშენდა საბავშვო ბაღები, სპორტული მოედნები და როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში მოასფალტდა გზები. კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ქალაქ ყვარელში დღესაც მიმდინარეობს პროექტები. ტარდება გურამიშვილის და ასევე, ზურაბ ჭავჭავიძის ქუჩების რეაბილიტაცია. ყვარლის მუნიციპალიტეტი იქნება მეტად განვითარებული, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე“,- განაცხადა ილია მზექალაშვილმა