LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად და არა საჯაროდ – დეგნანი უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების გადაცემაზე

141
degnani-w-h-2022-09-15_21-51-42_152133

ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოსაც და უკრაინასაც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვისა და უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებებს, საქართველოს მიერ უკრიანისთვის იარაღის მიწოდებაზე მოთხოვნას.

გონჩარენკო: არ ველოდებით თქვენგან HIMARS-სა და F16-ებს, მაგრამ გაქვთ თუ არა ერთი დანა ან ერთი ტყვია?.. მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვართ საქართველოს ხელისუფლებით

„ახლა არის ძალიან სენსიტიური დრო. რუსეთი აწარმოებს ომს იმისთვის, რომ უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად.

საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ჰუმანიტარულ სფეროში, საერთაშორისო ფორუმებში კენჭისყრებში მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია.

ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, რა სენსიტიურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, ვინაიდან მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად“, – აღნიშნა ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g