მომხმარებლებისთვის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ინვესტირების პროცესის გასამარტივებლად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით მობილბანკის ინვესტიციების მოდულში აქციის გაყიდვით მიღებული თანხის პირად ანგარიშზე გადატანის პროცესი უფრო მეტად მარტივი და სწრაფი გახდა.
თუ აქამდე აქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის საინვესტიციო ანგარიშიდან პირად ანგარიშზე გადატანისთვის, ჯამში, 4-6 სამუშაო დღე იყო საჭირო, ახლა ეს პროცესი უფრო დაჩქარდა. მართალია მოთხოვნის დაფიქსირებიდან დასტურის მიღებამდე ლოდინის პერიოდი კვლავ 2-3 სამუშაო დღეა, თუმცა დასტურის მიღების შემდეგ თანხის პირად ანგარიშზე გადატანა მომენტალურადაა შესაძლებელი.
ამასთან, წლის ბოლომდე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მობილბანკის საინვესტიციო მოდულით ვაჭრობისა და საინვესტიციო ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიოს გარეშე ისარგებლოს (აქცია არ ვრცელდება Penny Stock-ებით ვაჭრობისას).
„საქართველოს ბანკი მომხმარებელზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით შევქმენით პირველი საინვესტიციო მოდული საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე და შეიძინონ 6000-მდე საერთაშორისო კომპანიის აქციები. მობილბანკის ინვესტიციების მოდულით სარგებლობის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად კი ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი თანხის საინვესტიციო ანგარიშიდან პირად ანგარიშზე გადასატანად მოცდის დროის შემცირებაა. იმედი გვაქვს, რომ ეს სიახლე მომხმარებლებისთვის აქციებით ვაჭრობის პროცესს კიდევ უფრო მეტად კომფორტულს და მათზე მორგებულს გახდის. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ინვესტიციების მოდულს რამდენიმე ათეულ ათასზე მეტი ადამიანი იყენებს და ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
საქართველოს ბანკის საინვესტიციო მოდულით სარგებლობა მობილბანკის მეშვეობით არის შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
(R)