სატელევიზიო არხ – ,,ნიკელოდეონის” ყოველწლიური, Kid’s Choice Awards-ის გამართვის თარიღი და ლოკაცია ცნობილია.
გაირკვა, რომ ცერემონია 14 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში ჩატარდება, ეს კი 1992 წლის შემდეგ მეორე შემთხვევაა, როცა დაჯილდოება წლის მიწურულს ინაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ შოუს ისტორიაში პირველად, ღონისძიება CBS-ის ეთერშიც გადაიცემა.
წლევანდელი Kids’ Choice რიგით 39-ე იქნება და მასზე როგორც ყოველთვის ამჯერადაც, ბავშვები და მოზარდები ხმის მიცემის პრინციპით გამარჯვებულებს მუსიკის, კინოს, ტელევიზიისა და სპორტის ნომინაციებში გამოავლენენ. გამარჯვებულებს ტრადიციული ნარინჯისფერი საჰაერო ხომალდის ფორმის პრიზები გადაეცემათ.
როდის დასახელდებიან დაჯილდოების ნომინანტები, ვის გადაეცემათ სპეციალური პრემიები და ვინ წაიყვანს სანახაობას, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელი Kid’s Choice Awards-ის მუსიკალური კატეგორიის ტოპ გამარჯვებული, საბრინა კარპენტერი, ხოლო კინოს – Wicked გახდა, პრესტიჟული ჯილდოები მიენიჭათ ჯეკ ბლექსა და რიანას, შოუს კი, თაილა გაუძღვა.