კიევის ოლქში კვლავ ორდღიანი „კომენდანტის საათი” ცხადდება.
„კომენდანტის საათი“ დღეს საღამოს 20:00 საათზე ამოქმედდება და 20 მარტის დილის 07:00 საათამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.
„კომენდანტის საათის“ ამოქმედების შემდეგ ქალაქში გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ავტომობილები. კიეველებს გარეთ გამოსვლა განგაშის ჩართვის შემთხვევაში თავშესაფარში გადასასვლელად შეეძლებათ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები, აფთიაქები, გასამართი სადგურები არ იმუშავებს“,- განაცხადა კლიჩკომ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში