LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევიდან დღეს 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

114
FORTUNA.GE (3)

კიევის რეგიონში, 12 მარტს, 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ 40 ავტობუსისგან შემდგარი საევაკუაციო კოლონა სოფელ ბელოგოროდკაში შაბათს შუადღისას ჩავიდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველები მოქალაქეებს დახმარებას, (მათ შორის სამედიცინო და ფსიქოლოგიურს) უწევენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g