კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იმის გამო, რომ რუსეთი გააგრძელებს იერიშებს უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე, კიევში მცხოვრები ხალხი ელექტროენერგიის, წყლის ან გათბობის უქონლობისთვის უნდა მოემზადონ.
დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, უარესისთვის მოემზადონ.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ გულწრფელად, რომ გითხრათ ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქი გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ზოგადად, ჩვენ ყველანი დავიხოცოთ. ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მზად ვართ სხვადასხვა ვითარებისთვის“, – განაცხადა კლიჩკომ.
