უკრაინის პრეზიდენტმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ სტამბოლში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian წერს.
ფაქტი ორმხრივი ურთიერთობებისთვისა და მთელი მართლმადიდებელი სამყაროსათვის ისტორიულ მომენტად შეაფსდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებმა ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
როგორც პეტრო პოროშენკომ განაცხადა, ეს შეთანხმება საბოლოოდ უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის დასრულებას შეუწყობს ხელს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კი ამ დღეს ისტორიული უწოდა.
შეთანხმება ნაწილია რამდენიმე ჯერ კიდევ აპრილში დაწყებული პროცესისა, რომლის მიზანი უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებაა.
კიევის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფა ამ წლის აპრილში სთხოვა. 11 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო.