LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

166
NSPMGZGFLRDDQTB6RFE2TWMJOQ

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევის პოდოლსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის დედაქალაქში აფეთქებები საცხოვრებელ სახლებთან და სავაჭრო ცენტრთან ისმოდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჰაერში ცეცხლი გაუხსნა უცნობ ობიექტს.

მედიის ცნობით, უკრაინის საზენიტო დანადგარებმა რუსი სამხედროების მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოაგდეს.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g