The Insider-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა რუსი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვას ემსხვერპლა.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მან ლვოვიდან და კიევიდან რამდენიმე რეპორტაჟის მომზადება მოასწრო.
„The Insider-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა სარედაქციო დავალების შესრულების დროს, კიევის დაბომბვისას გარდაიცვალა. ის კიევის პოდოლსკის რაიონში რუსეთის ჯარის დაბომბვის შედეგად გამოწვეულ ნგრევებს იღებდა და მორიგ სარაკეტო დაბომბვაში მოჰყვა. The Insider-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოქსანას ახლობლებსა და ნათესავებს“, – წერია გამოცემის განცხადებაში.