უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტის შემდეგ, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„კიევში ჯერ ხალხმრავლობა არაა და ხშირად საჰაერო განგაშია, მაგრამ ის ისეთივე ლამაზია და მის მახლობლად ბრძოლები აღარაა…
სამწუხაროდ ჩვენი გმირები ფრონტზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას იღუპებიან, მაგრამ ჩვენი ერთგული მეგობრების დახმარებით, მაგალითად როგორიც დიდი ბრიტანეთია, ყოველდღიურად ვუახლოვდებით გამარჯვებას. მადლობა ბორის ჯონსონს ვიზიტისთვის და უკრაინის მხარდაჭერისთვის. გავიმარჯვებთ, სხვა გზა არ გვაქვს!“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
