LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა – “გადაადგილებისას თან იქონიეთ პირადობის მოწმობა”

220
კიევი 2

კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მიიღო.

“მეგობრებო! კიევში დღეიდან კომენდანტის საათი წესდება. ის 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. ეს იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ სამხედრო აგრესიისა და საომარი მდგომარეობის პირობებში, დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, აუცილებელია.

კომენდანტის საათის დროს არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეტროსადგურები კი ამ დროის განმავლობაში თავშესაფრებად იქნება ხელმისაწვდომი.

თხოვნაა ყველა ადგილობრივისთვის, დროულად დაბრუნდნენ სახლში. თუ კომენდანტის საათის დროს ქალაქში გადაადგილება აუცილებელი იქნება, აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, – განაცხადა კლიჩკომ. 

განახლებადი ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ომი უკრაინაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g