უკრაინის დედაქალაქ კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული Telegram არხები ავრცელებენ.
„დედაქალაქის პოდილსკის რაიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა. კერძოდ, წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორია დაზარალდა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მაშველები, მედიკოსები და პოლიცია“, – აცხადებენ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.