LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში, ლუცკში, როვნოში, ხარკოვსა და ჟიტომირში მასშტაბური აფეთქებები მოხდა: უკრაინული მედია

168
ზზზზზზზზზზზზზზზ

კიევში, ლუცკში, როვნოში, ხარკოვსა და ჟიტომირში მასშტაბური აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის თითქმის ყველა რეგიონმა საჰაერო თავდასხმის სიგნალია ჩართული.

ლუცკში ორი აფეთქების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ვოლინის სამხედრო ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რუსული რაკეტები ნავთობის საცავს მოხვდა. ლუცკის მერმა, იგორ პოლიშუკმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არ გამოაქვეყნონ ფოტოები და ვიდეო აფეთქებების ადგილიდან და არ დატოვონ თავშესაფრები.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსებს აღარ აქვთ ენა, ჰუმანიზმი, ცივილურობა, მხოლოდ რაკეტები, ბომბები და უკრაინის მიწის პირიდან წაშლის მცდელობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები