LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

74

უკრიანის პოლიციის ინფორმაციით, კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ქალაქ ვორზელის მცხოვრებისთვის ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებისთვის იძებნებოდა.

დაშავებულის ჩვენებების საფუძველზე დამნაშავის ფოტორობოტი შეადგინეს. მას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უკრიანის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული 49 წლის მამაკაცი წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. 2014 წელს კი უკრაინაში სასამართლომ მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 2016 წლის სექტემბერში ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g