უკრაინის დედაქალაქში რუსი სამხედროების თავდასხმას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს უკრაინის დროით 11:15 საათზე, საჰაერო დარტყმების შედეგად, ჭურვი პოდილსკის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადების საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: