უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ტროეშჩინაში 16-სართულიანი შენობის ეზოში აფეთქება მოხდა.
ამ წუთებში საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად არავინ გარდაცვლილა.
დაზიანებულია 7 კერძო ავტომობილი.