LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინი მოსახლეობას მოუწოდებს, 2025 წლამდე ნაკლები ჭამონ

326
1

ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ახალი მეთოდი აქვს – კიმ ჩენ ინი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, 2025 წლამდე “ნაკლები ჭამონ”.

როგორც ქვეყნის მმართველი აღნიშნავს, “ქამრების შემოჭერის” დროა, რადგან ქვეყანა საკვების ნაკლებობას განიცდის, 2025 წელი კი ის დროა, როდესაც ჩრდილოეთ კორეა საზღვარს სრულად გახსნის ჩინეთთან.

მოსახლეობა ამ მოწოდებით უკმაყოფილოა, რადგან კვების შემცირება სამი წლის განმავლობაში მოუწევთ და თან წინ ზამთარია, რომელსაც ბევრმა შესაძლოა შიმშილის გამო ვერ გაუძლოს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის საზღვრის გახსნის შანსი 2025 წლამდე ძალიან მცირეა.

ქვეყნებს შორის საზღვარი გასულ წელს, კოვიდპანდემიის გამო ჩაიკეტა, რამაც საკვების მწვავე დეფიციტი გამოიწვია, სწორედ ამის გამო ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკამ უდიდესი ზარალი მიიღო, საკვები პროდუქტების ფასები კი ასევე კატასტროფულად გაიზარდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეას წელს დაახლოებით 860 000 ტონა საკვების ნაკლებობა ექნება. ამავე ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40% არასრულფასოვნად იკვებება.

მოსახლეობა აკრიტიკებს მთავრობას, რომელიც სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ უნდა მოემზადონ იმაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისისთვის, ვიდრე 1994-1998 წლებში, დიდი შიმშილობის დროს იყო, მაშინ, როდესაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g