LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

255
kimchenini

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა. გამთენიისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯავშანმატარებელმა ჩინეთი-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. კიმ ჩენ ინს ხასანის სარკინიგზო სადგურზე პრიმორიეს მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კოჟიმიაკო დახვდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მარშრუტის საბოლოო დანიშნულება ვლადივოსტოკია. 25 აპრილს, კიმ ჩენ ინს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა.

ეს კიმ ჩენ ინის რუსეთში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც  ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g