სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ფხენიანში სამდღიანი მოლაპარაკებებისთვის ჩაფრინდა. მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აეროპორტში პირადად დახვდა.
კიმ ჩენ ინთან და მის მეღლესთან ერთად, აეროპორტში უამრავი ხალხი იყო მობილიზებული. ისინიც ლიდერის მსგავსად, სამხრეთ კორეელ “სტუმრებს” გულთბილად და ოვაციებით შეხვდნენ.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა, ასაფრენი ბილიკიდან გზა წითელ ხალიჩაზე და ხალხის ოვაციების ფონზე გაიარეს.
კადრები დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ლიდერებს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა, კვლავ ბირთვული იარაღია.
შეგახსენებთ, 2018 წლის აპრილში, კიმ ჩენ ინი პირველი ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი გახდა, რომელმაც 1953 წლის კორეის ომის შემდეგ, ნახევარკუნძულის გამყოფი სამხედრო ხაზი გადაკვეთა. საზღვართან მას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი დახვდა.