ბიონსე და ჯეი-ზი ყვითელი მედიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წყვილია. ისინი სულ მალე გახდებიან მშობლები, ამიტომ ინტერესი ვარსკვლავების მისამართით განსაკუთრებით დიდია.
თუმცა ეს ფაქტი განსაკუთრებით კიმ კარდაშიანს არ სიამოვნებს, რომელიც საზოგადოებისგან ყურადღებასა და ინტერესს დიდი ხანია მიეჩვია. რეალითი-ვარსკვლავი ამ „გაუგებრობის“ გამოსწორებას მესამე ორსულობით გეგმავს.
ცნობილია, რომ ექიმები მას კიდევ ერთი ორსულობის გადატანას არ ურჩევენ, რადგან კიმს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კიდევ ერთი მშობიარობა მისის უესტს, შესაძლოა, სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს.
რას გადაწყვეტს ეპატაჟური ვარსკვლავი, უცნობია.