კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ვარსკვლავური ოჯახი მილოცვებს ღებულობს: 15 იანვარს ისინი მესამედ გახდნენ მშობლები. შვილი მათ სუროგატმა დედამ გაუჩინა.
კიმს ეს სასიხარულო მოვლენა თაყვანისმცემლებისგან არ დაუმალავს და სოციალურ ქსელში შესაბამისი პოსტი გააზიარა:
„ის აქ არის. კანიე და მე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ლამაზი და ჯანმრთელი გოგონა გვეყოლა. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი სუროგატი დედის, რომელმაც უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთა და ჩვენი ოცნება აასრულა, ასევე არაჩვეულებრივ ექიმებსა და მედდებს“.
შეგახსენებთ, რომ კიმსა და კანიეს ორი შვილი, 4 წლის ქალიშვილი ბორტი და 2 წლის ვაჟიშვილი სეინტი ჰყავს.
She’s here. https://t.co/oVg6se6VeQ
— Kim Kardashian West (@KimKardashian) January 16, 2018