LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ტყუპების მშობლები გახდებიან

55

ბოლო პერიოდში კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი აქტიურად ალაპარაკდნენ კიდევ ერთი შვილის ყოლაზე. იმის გამო, რომ ექიმებმა კიმს სასტიკად აუკრძალეს დაფეხმძიმება, წყვილმა გამოსავალს სუროგატი დედის დახმარებით მიაგნო. უახლესი ინფორმაციით, ქალბატონი, რომელიც ვარსკვლავებს ნანატრ შვილს აჩუქებს, უკვე ორსულად არის და ის ტყუპებს ელოდება.

ინსაიდერების თქმით, კიმი და კანიე ამ ფაქტით გახარებულები არიან, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია მათ ჯერ არ დაუდასტურებიათ.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ორ შვილს ზრდის. უფროს ქალიშვილი ნორტი მათ 2013 წელს ეყოლათ, ხოლო ვაჟიშვილი სეინტი – 2015 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები