LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ტყუპებს ელოდებიან

92

კარდაშიანების ოჯახში მატების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დადასტურდა. კიმსა და კანიეს მესამე შვილს სუროგატი დედა გაუჩენს, რადგან თავად რეალითი-ვარსკვლავს ჯანმრთელობის პრობლემები უშლის ხელს.

პრესაში გაჩნდა ვერსიაც, რომ წყვილი ტყუპებს ელოდება. ეს აზრი ამ დღეებში კიმმა კიდევ უფრო გაამყარა, როდესაც სოციალურ ქსელში ტყუპებისთვის ეტლის საუკეთესო ოსტატის ვინაობის შესახებ სტატუსი დაწერა.

სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ კარდაშიანი მომავალი პატარების დასახვედრად ემზადება. უამრავ კომენტარს თავად კიმი, როგორც წესი, არ გამოეხმაურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები