გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე ტანსაცმელი კიმ კარდაშიანის გარდერობში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
პაპარაცებმა 35 წლის რეალითი ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს, როდესაც ის საქმიანი შეხვედრიდან ბრუნდებოდა, თუმცა მისი ვიზუალიდან გამომდინარე, ჩაცმულობა შორს იყო საქმიანი იმიჯისგან: კიმს ნახევრად გამჭვირვალე ტოპი და განიერი შავი შარვალი ეცვა.
კიმს გარშემო პირადი მცველები ჰყავდა, თუმცა პაპარაცების წინაშე მან პოზიორობა მაინც მოახერხა.