კარდაშიანების ოჯახთან დაახლოებული წყაროს ცნობით, კიმი და კანიე დაშორებას გეგმავენ. ინსაიდერის თქმით, განქორწინების ინიციატორი რეალითი-შოუს ვარსკვლავია.
წყაროს ცნობით, კარდაშიანს ბავშვებზე სრული მეურვეობის მოპოვება სურს, თუმცა სანამ კანიე ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება, კიმი ამ საქმის წამოწყებას არ გეგმავს.
„სანამ ცუდი დღეები არ ჩაივლის, მისის უესტი მის გვერდით იქნება. ის ზრუნავს მეუღლეზე, თუმცა ხვდება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხაფანგშია მოქცეული და მისგან თავის დაღწევას ცდილობს“, – დაამატა ინფორმატორმა.