LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი პარიზში ტყვედ აიყვანეს

47

წლევანდელი პარიზის მოდის კვირეული კიმ კარდაშიანს კიდევ დიდხანს დაამახსოვრდება. თავდაპირველად მას თავს სკანდალური უკრაინელი ჟურნალისტი დაესხა და საჯდომზე აკოცა. რამდენიმე საათის წინ კი, პოლიციელის ფორმაში გამოწყობილმა ბოროტმოქმედებმა სასტუმროს ნომერში ის ტყვედ აიყვანეს. როგორც დასავლური მედია წერს, ისინი კიმს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდნენ. როდესაც მისმა მეუღლემ  ეს ამბავი გაიგო, კანიე უესტიმ კონცერტი შეწყვიტა და დასახმარებლად სხვა კონტინენტზე გადაფრინდა.

კიმი მალევე გაათავისუფლეს და ის არ დაშავებულა, თუმცა ცნობილია, რომ ამჟამად ძლიერი ემოციური სტრესის ქვეშ იმყოფება.

დამნაშავეები ნომერში ღამის სამ საათზე შეიპარნენ და მისის უესტს ძვირფასეულობა და მილიონი დოლარი მოპარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები