ნიუ-ორკის ქუჩებში კიმ კარადშიანის გამოჩენა ყოველთვის საზოგადოების განხილვის საგანი ხდება. ამჯერად რეალითი-შოუს ვარსკვლავი ექსტრაორდინარულ ჩექმებში გამოჩნდა. ფოტოგრაფებმა 35 წლის ვარსკვლავი ჯინსის შორტში, ქურთუკსა და გამჭვირვალე მაღალყელიან ჩექმაში დააფიქსირეს. განსაკუთრებული ყურაღება სწორედ ჩექმამ მიიქცია, რომელიც კიმმა მეუღლის რიგით მეოთხე კოლექციიდან შეარჩია.
ამავე საღამოს კარდაშიანი კანიე უესტის კონცერტს დაესწრო და გვერცხლისფერ კაბასა და მეტალისფერ მაღალყელიან ჩექმებში პოზირებდა. აღსანიშნავია, რომ ჩექმის ავტორი Balenciaga-ს მოდის სახლია, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.