LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლებს

84

გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული კიმ კარდაშიანი პერიოდულად მესამე შვილის ყოლაზე საუბრობს. პირველი ორი რთული ორსულობის შემდეგ, კიმი ოპერაციის გაკეთებასაც კი დათანხმდა, რათა ბავშვი თავად გააჩინოს, მაგრამ ექიმები მას ამ იდეის განხორციელებას კატეგორიულად უკრძალავენ, რადგან დიდია შანსი, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდეს.

ამჯერად ცნობილი ხდება, რომ მისის უესტი სუროგატი დედის მომსახურებას მიმართავს. „ჩემთვის, სუროგაცია მხოლოდ დამატებითი შესაძლებლობა იყო, მაგრამ ახლა ის ერთადერთი გამოსავალია“, – განაცხადა კარდაშიანმა. თუმცა, თავის დროზე ინტერვიუებში ის აცხადებდა, რომ სურს, საკუთარი შვილი მუცლით ატაროს, რადგან ამ შემთხვევაში მასთან უფრო დაახლოებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანს და კანიე უესტს ორი შვილი ჰყავთ: უფროსი ქალიშვილი, ნორტი, 2013 წლის ზაფხულში დაიბადა, ვაჟიშვილი სეინტი კი – 2015 წლის დეკემბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები