რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის გაძარცვის ისტორია ახალ ფრანგულ კომედიას დაედება საფუძვლად. უკვე ცნობილი გახდა, რომ ფილმის სახელწოდება – „მოდის კვირეული“ იქნება, მისი რეჟისორი ჯოან სფარი გახდება, გადაღებები პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება და ის ეკრანებზე 2020 წელს გამოვა.
სიუჟეტის თანახმად, ქურდების ჯგუფი მოდის კვირეულზე ჩამოსული ვარსკვლავის დაყაჩაღებას გადაწყვეტს, თუმცა მოვლენები მათი გეგმის საწინააღმდეგოდ განვითარდება.
შეგახსენებთ, კიმ კარდაშიანი 2016 წლის გაძარცვეს და მას 6 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოპარეს. მოგვიანებით მომხდარზე 15 ადამიანი დააკავეს. ცნობისთვის, ეს იყო საფრანგეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში კონკრეტული პირის ყველაზე მასშტაბური ძარცვა.