კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილმა ვიზაჟისტის როლი მორგო და პირველი საცდელი მაკიაჟი საკუთარ დეიდას, ქლოე კარდაშიანს გაუკეთა.
„მე ნორტის პირველი კლიენტი ვარ,“ – წერს ქლოე „ინსტაგრამზე“ და „მაკიაჟის“ ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოების მიხედვით ირკვევა, რომ საშობაო შვებულებას ხლოე ნათესავებთან ერთად ატარებს, იგი სადღესასწაულო ნაძვის ხის ფონზე კორტნი კარდაშიანის შვილებთან ერთად პოზირებს.
კომბინეზონშიც ნათლად შესამჩნევია, რომ ქლოემ წონაში დაიკლო. რეალითი შოუსს ვარსკვლავი ამბობს, რომ მან კვების რაციონიდან რძის პროდუქტები ამოიღო და 5 კგ დაიკლო.