კიმ კარდაშიანმა უინი ჰარლოუსთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი სატელევიზიო სახე კანადელ მოდელთან ერთად, სახელობითი კოსმეტიკური ბრენდის – KKW Beauty მაკიაჟის ახალ კოლექციას გამოუშვებს.

აღსანიშნავია, რომ ფოტოებმა, რომლებიც ლამაზმანებმა სიახლის სარეკლამო კამპანიისთვის გადაიღეს, სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ინტერნეტმომხმარებლებმა ვარსკვლავური წყვილის კოლაბორაციას სრულყოფილი უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანი საკუთარი კოსმეტიკის ხაზს 2017 წლიდან აწარმოებს.



