თვე არ გადის, რომ კიმ კარდაშიანი პლაგიატში არ დაადანაშაულონ, თუმცა ცნობილ ქალბატონს ეს ხელს არ უშლის, საკუთარი სურვილი აისრულოს და ბრალდებებს არც კი უპასუხოს.
Met Gala-ს შემდგომ წვეულებაზე, კარდაშიანი „ვერსაჩეს“ ცნობილ კაბაში გამოცხადდა. თუმცა უცნაური ამაში მხოლოდ ის არის, რომ ამავე ვიზუალით ბიონსემ ჟურნალ Complex-სთვის 2011 წელს იპოზიორა.
კიმს ამ ყველაფერზე კომენტარი, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებია და ფოტოგრაფების წინაშე საკმაოდ ბევრი იპოზიორა.

