ბოლო ორ კვირაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი დაშორებას აპირებენ, თუმცა ამ დღეებში წყვილი ერთად შენიშნეს.
პაპარაცებმა ცოლ-ქმარი სანტა-მონიკაში, ვახშმის დროს დააფიქსირეს. თვითმხილველების თქმით, რესტორანში ისინი არც ისე ბედნიერად გამოიყურებოდნენ, თუმცა როდესაც მანქანაში ჩასხდნენ, კარდაშიანი და უესტი ბევრს ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ.
კიმის ოჯახთან დაახლოებული წყაროს თქმით, რამდნეიმე დღის წინ ის თავისი დის, კორტნის უფროსი შვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, თუმცა მეუღლე მის გვერდით არ იყო.
https://www.youtube.com/watch?v=nrv1lr7JBZ8