ამერიკის დამოუკიდებლობის დღისთვის კარდაშიანებმა ოჯახური პიკნიკი მოაწყეს და მასზე ახლო მეგობრები დაპატიჟეს. მათ შორის შესაძლებელი იყო რეპერის, 2 Chainz-ის დაფიქსირება ცოლითა და შვილებით, ასევე მუსიკალურ პროდიუსერ ელ-ეი რიდისა და სხვების დანახვა.
თავად კიმი პიკნიკზე მეუღლესთან, კანიე უესტთან, 4 წლის ნორტთან და 18 თვის სეინტთან ერთად იყო.
A post shared by 2 Chainz Aka Tity Boi (@hairweavekiller) on
სტუმრებს მისის უესტი საკუთარი ხელით მომზადებული საკვებით გაუმასპინძლდა, მათ შორის იყო ხორციანი კერძი, რომლის რეცეპტიც კიმმა მოგვიანებვით Snapchat-ზე გააზიარა და აღნიშნა, რომ მისი მომზადება ძიძამ ასწავლა.
სიურპრიზი გარშემომყოფებს არც კანიემ დააკლო და მათთვის სიმღერა „Can’t Tell Me Nothing“ შეასრულა.