დასავლური შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სკანდალურმა წყვილმა, 24 მაისს ქორწინების ორი წლის იუბილე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით კიმმა ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით: „გილოცავ ო წლის იუბილეს, ჩემი ცხოვრების სიყვარულო! შენ მე უზომოდ მაბედნიერებ! ძალიან მიყვარხარ!!!“
https://www.instagram.com/p/BFyJhMSuSxK/?taken-by=kimkardashian
შეგახსენებთ, რომ კიმისა და კანიეს ქორწილი ყველაზე ძვირადღირებულ ვარსკვლავური ქორწილების რეიტინგში მოხვდა: ცერემონიის საერთო ბიუჯეტმა 2,8 მილიონი დოლარი შეადგინა. კიმს Givenchy-ს ძვირადღირებული კაბა ეცვა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, მისტერ და მისის უესტები იტალიაში, რომანტიულ არდადეგებზე არიან.