LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა ტანსაცმლის გამო იჩხუბეს

36

ცნობილი ხდება, რომ კიმს სასტიკად არ მოსწონს კანიეს კოლექცია Yeezy და აპროტესტებს მისთვის დახარჯულ საკმაოდ დიდ თანხას. მისის უესტს მხარს უბამს დედა, კრის ჯენერიც, რომელიც თვლის, რომ მსგავსი ტანსაცმლის შექმნაში უესტი ფულს არ უნდა ხარჯავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კანიეს ახალი ხაზი შედარებით ქალური გამოვიდა, კიმს მაინც არ მოსწონს მეუღლის საქმიანობა. მისი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, კარდაშიანს არასოდეს ჩაუცვამს უესტის მიერ შექმნილი ტანსაცმელი.

„ისინი ფუფუნებას მიეჩვივნენ, ამიტომ კიმს გაკოტრებისა და ფინანსური პრობლემების ეშინია“ – აცხადებს წყვილთან დაახლოებული წყარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები