LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა დედასთან ერთად სახლები შეიძინა

52

კრის ჯენერი და კიმ კარდაშიანი ოჯახურ ქონებას კიდევ უფრო ამდიდრებენ. დედა-შვილმა მილიონების ჩადება ახალ საცხოვრებელ კომპლექსში გადაწყვია, რომელიც მათ სახლთან ახლოს, ლოს–ანჯელესში მდებარეობს. ცნობილმა ადამიანებმა უკვე ხუთი მილიონი დოლარის ინვესტიცია გააკეთეს და მდიდრული, ერთსართულიანი აპარტამენტები ახალ საცხოვრებელ ობოექტ Avanti-ში შეიძინეს, სადაც გათვალისწინებულია სპა სალონი, ფიტნეს სტუდია, კერძო სავაჭრო ცენტრი და სხვა ფუფუნების ობიექტები.

The Los Angeles Times წერს, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის დიზაინით კომპანია Robert Hidey Architects-ია დაკავებული, რომელიც იტალიურ სტილსა და ლუქსის კლასის ინტერიერის ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები