ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ კიმ კარდაშიანმა პარიზის ძარცვის დროს ერთ-ერთი დამნაშავისგან წერილი მიიღო, სადაც ის მიყენებული ზიანისთვის ბოდიშს უხდის:
„როდესაც თქვენს ემოციებს ვხედავ, ვაცნობიერებ, როგორი ფსიქოლოგიური ტრავმა მოგაყენეთ, ამიტომ გადავწყვიტე, მომეწერა. მინდა პირადად შეგხვდეთ, რათა გითხრათ, რამდენად განვიცდი მომხდარს. ბოდიშს გიხდით თქვენც, თქვენს ქმარსაც, შვილებსაც და ყველა ახლობელს…იმედი მაქვს, წერილი დაგეხმარებათ, რომ დროთა განმავლობაში ეს ტკივილი დაივიწყოთ, რომელიც ჩემს გამო გადაიტანეთ“ – წერია წერილში.
კარდაშიანი წერილის მიმართ უნდობლობით განეწყო. ის მიიჩნევს, რომ ამ გზით ბოროტმოქმედი ცდილობს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში კიმ კარდაშიანს თავს პოლიციის ფორმაში ბოროტმოქმედები დაესხნენ. ის აბაზანაში ჩაკეტეს და 10 მილიონი ევროს ღირებულების სამკაული მოპარეს.