კიმ კარდაშიანმა სახელი ერთ დღეში გაითქვა: მისი ვიდეო, სადაც ბოიფრენდთან ერთად სექსით არის დაკავებული ქსელში მოხვდა და ის მომენტალურად ვარსკვლავი გახდა. პოპულარობის შენარჩუნება კი მან დამახასიათებელი ფორმებით შეძლო, რომელშიც ბუნებრივია, პლასტიკური ქირურგების ხელი ურევია. თუმცა ორი ორსულობის შემდეგ, რომლის მიუხედავადაც კიმმა ზედმეტი კილოგრამების მოშორება მალევე შეძლო, მისი ფორმები იმდენად მადისაღმძვრელად აღარ გამოიყურება. იმისათვის, რომ მიმზიდველობა დაებრუნებინა, კიმმა გადაწყვიტა კვლავ პლასტიკური ქირურგების მომსახურებისთვის მიემართა.
მიუხედავად მეუღლის, კანიე უესტის დაჟინებული თხოვნისა, აღარ დაწვეს ქირურგების დანის ქვეშ, კიმმა საკუთარი ჩანაფიქრის განხორცილებაზე უარი არ თქვა. აღნიშნულმა ინფორმაციამ მედიაში ოჯახთან დაახლოებული წყაროსგან გაჟონა, რომლის თქმით კიმი სრულიად სხვა ქალი გახდა.
თავად მისის უესტი ამ ყველაფეზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.