კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს საკმაოდ ძვირადღირებული საშობაო საჩუქარი გაუკეთა. ტელე ვარსკვლავმა თავის გამომწერებს სოციალურ ქსელში უესტის მიერ ნაჩუქარი ორი ყუთი გაუზიარა. ერთ მათგანში Netflix-ისა და Amazon-ის სერთიფიკატები, Apple Airpods-ის ყურსასმენები, Adidas-ის წინდები და „მიკი მაუსის“ სათამაშოები იდო. მეორეში კი – ამავე კომპანიების აქციები.
„მე ვხსნი ამ ყუთებს და იქ Amazon-ის, Netflix-ის, Apple-ის, Adidas-ისა და Disney-ის აქციებია. საუკეთესო ქმარი!“ – დააწერა კიმმა ფოტოს.
ცნობისათვის, Disney-ის აქციების კანიეს 100 ათასი დოლარი, ხოლო Adidas-ის – 165 ათასი დოლარი დაუჯდა. დანარჩენები ფასი უცნობია.