ორშაბათს საღამოს კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელში პატარა სეინთის ფოტო გამოაქვეყნა. სწორედ 22 თებერვალს აღნიშნეს კარდაშიანებმა დაღუპული მამის, რობერტ კარდაშიანის 72 წლის იუბილე:
„დღეს ჩემი მამის დაბადების დღეა. მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო, მოსწრებოდა შვილიშვილებს. სწორედ ამ დღეს მინდა გაგიზიაროთ ყველას სეინთის ფოტო“-დაწერა კარდაშიანმა.
თეთრ ფერებში გამოწყობილ პატარა სეინთს სძინავს და ის მართლაც ძალიან საყვარელია. როგორც ჩანს, სწორედ ამ დღეს ელოდებოდა კიმ კარდაშიანი, რათა შვილის ფოტო ეჩვენებინა მსოფლიოსთვის.
ამ დღეს კარდაშიანი საკუთარ ვებგვერდზეც ეხმიანება:
„დაბადების დღეს გილოცავ მამა, არ მჯერა რომ დღეს 72 წლის გახდი. ძალიან ბევრი რამ მოხდა შენი გარდაცვალების შემდეგ და მჯერა, რომ დღემდე ჩვენი მფარველი ანგელოზი ხარ“-წერს კიმ კარდაშიანი.
რობერტ კარდაშიანი 2003 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. ის ცნობილი გახდა ო ჯეი სიმპსონის გახმაურებული საქმის შემდეგ. კარდაშიანი სიმპსონის ადვოკატი გახლდათ ნიკოლ სიმპსონის მკვლელობის საქმეზე.